კორონავირუსი საქართველოში

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

IPN

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა.

მათივე ინფორმაციით, იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გასულ 24 სააათში COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 051 445 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გარდაიცვალა 14 701 და გამოჯანმრთელდა 962 035 ადამიანი.

კომენტარები