საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო: არ გადახვიდეთ წყლის გაყინულ ზედაპირზე, მათ შორის, ლისის და კუს ტბებზე

გაყინული ლისის ტბა, თბილისი
Tako Meparishvili / Facebook

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ გადავიდნენ ტბებსა და წყალსაცავებზე გაყიდული წყლის ზედაპირზე. სამსახური აღნიშნავს, რომ თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე განსაკუთრებით შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

"გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას". – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები