საქართველოს კულტურის სამინისტრო

კობახიძე: წულუკიანი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც პრინციპებს ეწინააღმდეგება

რა თქმა უნდა, ჩვენი ფუნქცია არის, რომ ნებისმიერი ასეთი პრეტენზიის შემთხვევაში მოვიკითხოთ საკითხი და ა.შ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი და მე აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ისედაც დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანი არასდროს არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რაღაც პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ჩაეძიონ ყველაფერს და ნახავენ, რამდენად გამართულია ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს თეა წულუკიანისგან, ყველაფერი გაკეთდა აბსოლუტურად გამართულად, სამართლიანად და პრინციპულად. [...] ესეც არის წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მემკვიდრეობა, რომ არის გაბერილი შტატები თითქმის ყველა საჯარო სამსახურში და არის უამრავი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამ პრობლემების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ გაართულა საჯარო სამსახურიდან ადამიანების გაშვება. მაგრამ, როდესაც ასე გაუსაძლისი ხდება ადამიანების კვალიფიკაციის სიმწირე, ასეთ დროს გიწევს პრინციპული გადაწყვეტილების მიღება. თეა წულუკიანი სწორედ ამ საქმით არის დაკავებული, რომ გააჯანსაღოს სტრუქტურები სამინისტროში, რომელსაც ხელმძღვანელობს.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე რუსთავი 2-ის მიერ ხელოვნების მუზეუმტან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები - ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ. 17 იანვარს თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

კომენტარები