დევნილები

ფაცაცია დევნილის თვითმკვლელობაზე: პასუხისმგებელი ბევრი პირია, მიმიდინარე აჟიოტაჟიც

დავით ფაცაცია
კადრი ვიდეოდან/ TV პირველი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, დავით ფაცაცია ამბობს, რომ სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ მცხოვრები დევნილი კაცის თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა მასზე პასუხიმგებელი ძალიან ბევრი პირია. 

"ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო გავაკეთე. გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან. სამძიმარზე არ ვყოფილვარ, რადგან იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელის შეეცდება, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს და ამიტომ".- თქვა ფაცაციამ. 

კითხვაზე, არიან თუ არა დევნილები პროვოკატორები, ფაცაცია  პასუხობს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან, რომლებიც დევნილების ინტერესებს იყენებენ და ენმ-ში არიან ადამიანები, " რომლებსაც შეუძლიათ გვამებზე გაირაონ".  


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები