მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში ორ მიწისძვრას სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა, დაზიანებულია 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. AFP-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.

პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდას შეადგენდა, ორი საათის შემდეგ მომხდარი განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.3-ს. ეპიცენტრი კი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, ქალაქ ქალა ი ნაუდან 50 კილომეტრში მდეობარეობდა.

კომენტარები