ფულადი გზავნილები

2021 წელს საქართველოში რეკორდული, $2.3 მლრდ-ის ფულადი გზავნილები შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 24%-ით მეტია.

10 ქვეყანა, საიდანაც გასულ თვეში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. რუსეთი - $411.4 მილიონი
  2. იტალია - $385.7 მილიონი
  3. აშშ - $284.3 მილიონი
  4. საბერძნეთი - $240.1 მილიონი
  5. ისრაელი - $186.7 მილიონი
  6. გერმანია - $113.3 მილიონი
  7. თურქეთი - $104.5 მილიონი
  8. უკრაინა - $92.7 მილიონი
  9. აზერბაიჯანი - $85.2 მილიონი
  10. ყაზახეთი - $61.8 მილიონი

საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2021-ში 316.9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 28%-ით მეტია. ყველაზე მეტს ჩვენი მოქალაქეები რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში რიცხავენ.

კომენტარები