შინეიდ ო'კონორი

შინეიდ ო'კონორი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა

Marca

ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს.

წლის დასაწყისში ო'კონორის 17 წლის ვაჟი შეინი გაუჩინარებიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მომღერალმა თვითერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

"მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. რასაც ვეხები, ყველაფერი ნადგურდება. მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობდი და ისიც აღარ არის. ჩემი ოჯახი გავანადგურე, შვილები აღარ მცნობენ". 

შემდეგ პოსტში ო'კონორმა დაწერა, რომ გადაწყვიტა თავის შვილს გაყვეს. მოგვიანებით მომღერალმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ბოდიში, ეს არ უნდა მეთქვა. პოლიციელებთან ერთად ვარ და საავადმყოფოში მივდივართ. დაკარგული ვარ შვილის გარეშე და საკუთარი თავი მძულს. შეინს მაინც ვიპოვი, საავადმყოფო დროებითი შეფერხებაა". – წერს მომღერალი.

მოგვიანებით ო'კონორმა პოსტები წაშალა.

კომენტარები