საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნას ვგეგმავთ

ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში შევქმნათ სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას - ეს უნდა იყოს ჩვენი საბოლოო მიზანი. 

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა: პირველი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, თბილისის ზღვასთან 110 ჰექტარ მიწის ფართობზე. 

ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ და აქვე [გონიოში] გვინდა შევქმნათ ფინანსური ცენტრიც. 

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებს საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ, ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. 

თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიცაა ჩვენი მრჩეველი კომპანია - Rothschild. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები