ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ფატმანის, ასმათის,  ავთანდილის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, სიხარულიძის, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის და გურამ ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ), გორგასლის, კრწანისის, ბეჟან კალანდაძის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ილია ვეკუას, კაჭარავას, ქერჩის, ჯანჯღავას, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის და გლდანულას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები