კორონავირუსი საქართველოში

NCDC: სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 41,4%, ბუსტერ დოზა 105 552 ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 603 603 აცრა

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია1 306 788 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 45.5%

სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 41.4%-ია. 

ასევე, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს. 

15 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.47%-ია. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 990 183 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 925 137 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 425.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები