საქართველოს მთავრობა

თურნავა: გისურვებთ ეკონომიკურ განვითარებას, რაშიც ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ

მინდა გურიიდან, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან მთელ საქართველოს მივულოცო ძველით ახალი წელი - კალანდა, რომლის ტრადიციაც გურიაში შენარჩუნებულია და წელს განსაკუთრებით ლამაზად აღინიშნება.

მინდა, ყველას, მთელ საქართველოს და, რა თქმა უნდა, გურიას, სადაც ახლა ვიმყოფები, ვუსურვო მშვიდობა, ბარაქა, განვითარება და ეკონომიკის აღდგენა, რაშიც ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. ყველა სირთულე, რაც კოვიდპანდემიამ მოიტანა, უკან დაგვრჩენოდეს და ყველაფერი ერთად გადაგველახოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კალანდობის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები