ვარსკვლავური წყვილი

მეგან ფოქსი და MACHINE GUN KELLY დაინიშნნენ

ET

მსახიობი მეგან ფოქსი და მომღერალი Machine Gun Kelly დაინიშნნენ. ფოქსმა ხელის თხოვნის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ მან ხელი მთხოვა, მე დავთანხმდი". – წერია ვიდეოს აღწერაში.

რეპერმა და მსახიობმა ერთმანეთი ფილმ Midnight in the Switchgrass-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

მეგან ფოქსი ამერიკელი მსახიობი და მოდელია. პოპულარობა ტრანსფორმერების ფილმებში მიქაელა ბეინის როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები სურათებში Jennifer's Body, This is 40, Dictator. მუშაობდა ფოტომოდელად გამოცემებისთვის Maxim, Rolling Stone, FHM.

მეშინ გან კელი ამერიკელი მომღერალი, რეპერი და მსახიობია. მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. გამოცემული აქვს 6 სტუდიური ალბომი. 2018 წელს გამოუშვა დის-ტრეკი Rap Devil, რომელშიც ემინემი გააკრიტიკა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Bird Box, The Dirt, The Land

 

კომენტარები