NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთს მოვუწოდეთ საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ

რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს სამხედროები იქ ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვით არ არიან, ისინი დაუპატიჟებლები, მიუღებლები არიან. დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მოკავშირეებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები