ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

მელია: ლელოს ლიდერების დაჭერა ივანიშვილის სტანდარტითაც კი მეტისმეტი იქნებოდა, ვერ გაბედა

ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა ამ ეტაპზე კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა პატიმართა  მრავალრიცხოვან რიგებს. მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ ამას ვერ გაბედავდა, რადგან მისივე სტანდარტითაც კი, ეს იქნებოდა მეტისმეტი.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ ადამიანები სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ბევრნი არიან პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც არ ნებდებიან და თავს არ უხრიან, სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ამ სამი წლის განმავლობაში, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრის შემდეგ, გამოშიგნავდა ოპოზიციური ველიდან სხვადასხვა პოლიტიკოსს, მაგრამ თქვენ ნახეთ პირიქით, გინდაც მამუკა, გინდაც ბადრი, ბატონი ავთო, უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ.

პრობლემა არსად წასულა, უდიდესი პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება, სანამ პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, აქვს ხელში ჩაგდებული ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ლელოს ლიდერების საქმეზე. სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები