ოქროს გლობუსი

ნიკოლ კიდმანი კვლავ საუკეთესოა, მსახიობმა მეექვსე ოქროს გლობუსი მიიღო

IndieWire

თანამედროვე კინოს უდიდესმა ვარსკვლავმა, ნიკოლ კიდმანმა რიგით მეექვსე ოქროს გლობუსი მოიპოვა.

მსახიობს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ჯილდო ბიოგრაფიულ დრამაში Being the Ricardos შესრულებული მთავარი როლისთვის გადასცა. აქამდე კიდმანს 4 ჯილდო ჰქონდა მიღებული, როგორც მსახიობს (To Die For, Moulin Rouge, The Hours, Big Little Lies) და ერთი, როგორც პროდიუსერს (Big Little Lies).

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოება წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და ტრანსლაციის გარეშე გაიმართა.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

 

კომენტარები