ოქროს გლობუსი

ჯეინ კემპიონის ტრიუმფი – ოქროს გლობუსის გამარჯვებულები ცნობილია

Befunky

ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდოს, ოქროს გლობუსის გადაცემის ცერემონია გაიმართა. 

2022 წლის საუკეთესო დრამატული ფილმი Power of The Dog გახდა. სურათმა ასევე რეჟისორ ჯეინ კემპიონს და მსახიობ კოდი სმიტ-მაკფის ოქროს გლობუსები მოუტანა. სამ-სამი ჯილდო მიიღეს ასევე სტივენ სპილბერგის მიუზიკლმა West Side Story და სერიალმა Succesion. წლის სენსაციად წოდებული Squid Game ერთ ოქროს გლობუსს დასჯერდა.

შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მედიამ და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გააკრიტიკა. მათი თქმით ასოციაციის რიგები ასაკოვანი თეთრი კაცებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ჯილდოების გაცემისას რასობრივი და გენდერული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. მოგვიანებით, იგივე მიზეზით, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი თქვა სატელევიზიო არხმა NBC-მ.

ასოციაციამ თავის რიგებში 21 ახალი წევრი მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ჯილდოების გადაცემაზე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობამ უარი თქვა. სწორედ ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელობამ წლევანდელ ცერემონია წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და სატელევიზიო ტრანსლაციის გარეშე ჩაატარა. 

2022 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა

The Power of the Dog

საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია

West Side Story

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Drive My Car (იაპონია)

საუკეთესო რეჟისორი

ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog

საუკეთესო სცენარი

კენეტ ბრანა, Belfast

საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში – დრამა

ნიკოლ კიდმანი, Being the Ricardos

საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში – დრამა

უილ სმიტი, King Richard

საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში  მიუზიკლი ან კომედია

რეიჩელ ზეგლერი, West Side Story

საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში  მიუზიკლი ან კომედია

ენდრიუ გარფილდი, Tick, Tick... Boom!

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში

არიანა დებოსე, West Side Story

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში

კოდი სმიტ-მაკფი, The Power of the Dog

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Encanto

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

ჰანს ზიმერი, Dune

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

ბილი აილიში, No Time to Die

საუკეთესო სერიალი – მიუზიკლი ან კომედია

Hacks

საუკეთესო დრამატული სერიალი

Succession

საუკეთესო მსახიობი კაცი სატელევიზიო სერიალში – დრამა

ჯერემი სტრონგი, Succession

საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალში – დრამა

მიქაელა ჯეი როდრიგესი, Pose

საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია

ჯინ სმარტი, Hacks

საუკეთესო მსახიობი კაცი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია

ჯეისონ სუდეკისი, Ted Lasso

საუკეთესო მინისერიალი

The Underground Railroad

საუკეთესო მსახიობი ქალი, სატელევიზიო მინისერიალი

ქეით უინსლეტი, Mare of Easttown

საუკეთესო მსახიობი კაცი, სატელევიზიო მინისერიალი

მაიკლ კიტონი, Dopesick

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი სერიალში

სარა სნუკი, Succession

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სერიალში

ო იონგ-სუ, Squid Game

კომენტარები