ოქროს გლობუსი

ბილი აილიშმა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი მიიღო

Variety

ამერიკელმა პოპ შემსრულებელმა მრავალ ჯილდოს კიდევ ერთი შემატა. ახალგაზრდა მომღერალი ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ აილიშს ჯილდო სიმღერისთვის No Time To Die გადასცა, კომპოზიცია იმავე სახელის მქონე ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმის საუნდტრეკია. მომღერალმა სიმღერისთვის 2021 წელს გრემის ჯილდოც მიიღო.

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოება წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და ტრანსლაციის გარეშე გაიმართა.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები