ოქროს გლობუსი

ქეით უინსლეტმა კარიერაში მეხუთე ოქროს გლობუსი მოიპოვა

FanBolt

ამ წუთებში ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

ინგლისელმა მსახიობმა, ქეით უინსლეტმა მინისერიალ Mare of Easttown-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა. ტიტანიკის ვარსკვლავისთვის ეს რიგით მეხუთე ოქროს გლობუსია (Revolutionary Road (2009), The Reader (2009), Mildred Pierce (2012), Steve Jobs (2016)). 

წლევანდელ დაჯილდოებაზე უინსლეტმა კიდევ ერთი ნომინაცია როგორც Mare of Easttown-ის პროდიუსერმა მიიღო, თუმცა კატეგორიის გამარჯვებული მინისერიალი Underground Railroad-ს გახდა.

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოება წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და ტრანსლაციის გარეშე გაიმართა.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები