ოქროს გლობუსი

წლევანდელი ოქროს გლობუსის პირველი გამარჯვებულები არიანა დებოსე და ო იონგ სუ გახდნენ

Befunky

2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოება დაიწყო. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ პირველი გამარჯვებულები დაასახელა.

არიანა დებოსემ ვესტსაიდურ ამბავში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი მიიღო. West Side Story ბროდვეის კლასიკური მიუზიკლის მორიგი ადაპტაციაა, რომელიც სტივენ სპილბერგმა გადაიღო.

კიდევ ერთი დებიუტანტი კორეელი მსახიობი ო იონგ სუ გახდა. სენსაციურ სერიალში Squid Game ასაკოვანი მსახიობი ოლ ინ ამს, იგივე მოთამაშე 001-ს თამაშობს. კალმარის თამაში გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური სერიალია, სამხრეთკორეულმა შოუმ სტრიმინგ სერვის Netflix-ის ნახვების რეკორდი მოხსნა.

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოება წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და ტრანსლაციის გარეშე გაიმართა.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები