პედრო ალმოდოვარი

VARIETY: ქეით ბლანშეტი პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმში ითამაშებს

პედრო ალმოდოვარი და ქეით ბლანშეტი

მსახიობი ქეით ბლანშეტი ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის პირველ სრულმეტრაჟიან, ინგლისურენოვან ფილმში, დამლაგებელი ქალების გზამკვლევში ითამაშებს. ინფორმაციას გამოცემა The Variety ავრცელებს.

ფილმი ლუჩია ბერლინის მოთხორობების კრებულის მიხედვით იქნება გადაღებული. კრებულში 43 მოთხრობაა ქალებზე, რომლებიც სხვადასხვა რთულ სამუშაოს ასრულებენ.

ახალი ფილმის შესახებ ალმოდოვარი Variety-ს დეკემბერში ესაუბრა. რეჟისორის თქმით, ის სცენარს ჯერ ესპანურად წერს, შემდეგ კი სცენარი ინგლისურად გადაითარგმნება. ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი პროექტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Human Voice იყო, რომელშიც ტილდა სვინტონი მონაწილეობს.

ორიგინალი სცენარისთვის ალმოდოვარს ოკსარი 2003 წელს აქვს მიღებული, ფილმისთვის Hable con ella, ის ასევე ბაფტას და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელია.

ქეით ბლანშეტის კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში თეატრში დაიწო. 1996 წლიდან იგი კინომსახიობია. კარიერის განმავლობაში ორმოცდაათზე მეტი როლი ითამაშა. მიღებული აქვს ორი ოსკარი ფილმებისთვის Aviator და Blue Jasmine. არის ბაფტას, ოქროს გლობუსის და მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი.

კომენტარები