კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.3%-ია

COVID 19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 777 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%. 

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე, 33 218 აქტიური შემთხვევაა. 1 089 მძიმე პაციენტია, აქედან 275 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერრთებული. 

9 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 959 874 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 912 443 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 187 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

 

კომენტარები