ოპერატორის გარდაცვალება

პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის

UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას. 

გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე. ვინც ნახა ეს სია, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაც დაემატა.

კომენტარები