საპროტესტო აქციები ყაზახეთში

კახიძე: ყაზახეთის შესაშური არაფერი გვჭირს და არც აუცილებლად კარგი ამბები ხდება მანდ დღეს

პრემიერმა ბიძინაობა კი მოგვილოცა, მაგრამ ამას იმდენად ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ "ეგ არ მიგულისხმიაო", იცრუა მერე. 

ივანიშვილი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას განაგრძობს, ხელქვეითებს ექვთიმეს და ილიას აძახებინებს, მაგრამ თბილისს "ბიძინას" ვერ დაარქმევს. 

ამას არ აიტანს ჩვენი საზოგადოება. 

(დედაქალაქს რომ ნურსულთანი დაარქვა და ვითონც არაფერი, ისე ჩაიარა მაგ ამბავმა) 
მოკლედ, არაფერი ყაზახეთის შესაშური არ გვჭირს ზოგადად და არც აუცილებლად კარგი ამბები არ ხდება მანდ დღეს.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს FACEBOOK-ზე ეხმაურება. 

კომენტარები