სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ჩერგოლეიშვილი: სიკეთისკენ არაფერი შეიცვლება, სანამ დემოკრატიული ალტერნატივა არ გაჩნდება

შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებების ენას თუ გავაანალიზებთ, იმასაც დავიჭერთ, რომ განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც სისტემურ პრობლემას ეხება.

მაგრამ, როგორც არ უნდა დამძიმდეს შეერთებული შტატების ენა საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, არაფერი შეიცვლება და ივანიშვილის რეჟიმს კარტ ბლანში ექნება მანამდე, სანამ ადგილზე მისი დემოკრატიული ალტერნატივა არ გაჩნდება.

[სიკეთისკენ] არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ საქართველოში არ გაძლიერდება ის ოპოზიცია, რომელსაც თანმიმდევრული, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მესიანიზმისგან სრულიად დაცლილი, პროგრესული დღის წესრიგი აქვს.

თუ გვსურს 2022 წელს რამე შეიცვალოს, პოლიტიკურმა ოპოზიციამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს.

ჩვენ მისიონერებად უნდა ვიქცეთ და მაშინ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიას ანადგურებს, დემოკრატიის მხარდაჭერა, დემოკრატიაში რწმენა გავაფართოვოთ.

მხოლოდ ძლიერ დემოკრატიულ მოძრაობას ექნება დასავლეთის ის მხარდაჭერა, რაც ადგილზე, ვითარებას რეალურად შეცვლის.

სანამ ეს მოხდება, წინსვლა არ გვექნება - უკან ვივლით.

ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი FACEBOOK-ზე ეხმაურება აშშ-ს საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით ქართული ოცმება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას

კომენტარები