კორონავირუსი

COVID 19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 943 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.27%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 15 032 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,27%-ია, ბოლო 14 დღის – 5,5%, ხოლო ბოლო 7 დღის – 5,77%.

ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 667, საიდანაც მძიმე პაციენტია 1 137, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 938 583 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 942 და გამოჯანმრთელდა  902 948 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები