ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: 2022 წლის მიზანი მთელი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციაა

2022 წლის მიზანი იქნება 70%-ზე გასვლა, ოღონდ არამხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის, არამედ მთელი მოსახლეობის. მთელი მოსახლეობისთვის მოგეხსნებათ ჩვენ ჯერ ბავშვებში ძალიან აქტიურად არ გვაქვს იმუნიზაცია, უმეტეს ქვეყნებში ჯერჯერობით 5-იდან 11 წლამდე ბავშვებში ეს არ არის დაწყებული, ძირითადი ოპერირება მოზრდილებზე ხდება, მაგრამ ახალი გეგმით, რომელიც სადღაც იანვრის მეორე ნახევარში დამტკიცდება სამინისტროს მიერ და შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ის გულისხმობს, რომ ივლისისთვის უნდა გავიდეთ 70%-იან მოცვაზე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ფორმულას ეთერში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასრულებამდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იყო დაგეგმილი.

კომენტარები