შეწყალება

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ პატიმარს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.

ოთხი მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.

შეწყალების აქტი სალომე ზურაბიშვილმა 31 დეკემბერს გამოსცა.

კომენტარები