მიხეილ სააკაშვილი

ზარქუა სააკაშვილზე: თუ შიმშილობას დაიწყებს, არაუშავს, ექიმები მიხედავენ

პატიმარ სააკაშვილს მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი და, სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას. 

აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული, ასე რომ, ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში კიდევ უფრო ჩაითრიონ. 

[...] სააკაშვილი დაიწყებს თუ არა შიმშილობას - დაიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს და, მგონი, გამოაჯანმრთელებენ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.  ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 29 დეკემბერს, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის საპატიმროში დააბრუნეს

კომენტარები