ჯანდაცვის სამინისტრო

გაბუნია აზარაშვილზე: რთულია, ყველა მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა მოვითხოვოთ

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში მართავს 4 დიდ მიმართულებას, რომელშიც შედის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასაქმება, დევნილთა განსახლება. ძალიან რთულია, მოვითხოვოთ რომელიმე მიმართულებით და ოთხივე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრისგან.  

ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარჩვევები და ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს, ამდენად, მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე, ზურაბ აზარაშვილზე საუბრისას. აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის "ექიმის ოჯახშია გაზრდილი" და წარმატებული იქნება. 

კომენტარები