გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კახამ მიიღო. მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს გაწეული სამუშაოსთვის. მას აქვს თავისი გეგმა და ხედვა, იმედი მაქვს კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვას მინდა წარმატება ვუსურვო, იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი. ჩვენი გუნდის ერთგული წევრი და მჯერა იგი იქნება წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე.
შეიძლება ამას დავარქვათ როტაცია, ბუნებრივი პროცესი, საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი. ეს არის ქართული ოცნება, აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს.