მიხეილ სააკაშვილი

მარგველაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის არის პუტინის პირადი პატიმარი, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი

მე და მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ შორის სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელ უკრაინას, სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. 

ჩვენი ვალია როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და მთავრსარდლების, რომ გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ მთელი ეს დაპირისპირება ჩვენს შორის არსებული, შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევად დაუდგეს ქვეყანას, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საფუძველი გაერთიანების ერთი გამოწვევის წინააღმდეგ. 

მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის ადამიანი, რომელიც აქ არი პატიმრობაში, ჩემთვის არის პუტინის პატიმარი და ამას მინდა გავუსწოროთ თვალი.  რამდენიც არ უნდა გვქონდეს უთანხმოებები ერთმანეთთან, ეს არის ადამიანი, რომელიც პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ იყოს ქარველების მიერ დაპატიმრებული. ეს არის ჩემი პირადი შეფასება. 

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

კომენტარები