Spider-Man

ადამიანმა-ობობამ კინოგაქირავებაში 12 დღეში ერთი მილიარდი დოლარი მოაგროვა

CNET

მარველის ახალმა ბლოკბასტერმა გამოსვლიდან 12 დღეში ერთი კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი მოაგროვა.

ამ დროისთვის ფილმს 1.05 მილიარდი დოლარი აქვს გამომუშავებული. აქედან აშშ-ში ბლოკბასტერის შემოსავალმა 467.3 მილიონ დოლარს მიაღწია. კინოს ისტორიაში ეს რიგით მესამე ყველაზე სწრაფი მილიარდია, რომელიც მხატვრულმა ფილმმა მოაგროვა. პირველ ადგილზე შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულია (5 დღე), მეორე ადგილს შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (11 დღე) იკავებს.

Spider-Man: No Way Home პანდემიის პერიოდის პირველი სურათი გახდა, რომელმაც მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.

ახალ ნაწილში მთავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს. ფილმის ერთ ერთი გმირია კიდევ ერთი შურისმაძიებელი, დოქტორი სტრეინჯი. ბლოკბასტერში ასევე პირველი და მეორე ინსტალაციის ბოროტმოქმედები მწვანე გობლინი, დოქტორი ოქტავიუსი და შოკერი გამოჩნდნენ.

Marvel-ის ბლოკბასტერის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები