Spider-Man

ადამიანი ობობა MARVEL-ის კინოსამყაროში დარჩება

Spider Man
Variety.com

ადამიანი ობობასა და მარველის კინოსამყაროს შორის განშორება მოკლეხნიანი აღმოჩნდა - Sony Pictures-მა და მარველმა ოფიციალურად განაცხადეს რომ ადამიანი ობობა მათთან დარჩება.

პარასკევს, ორივე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარველის სტუდია და მისი პრეზიდენტი კევინ ფეიჯი ადამიანი ობობას მესამე ნაწილს გადაიღებს. ფილმში ადამიანი ობობას როლს კვლავ ტიმ ჰოლანდი შეასრულებს.

ამ წლის ზაფხულში, გავრცელდა ინფორმაცია რომ მარველის პარტნიორმა კომპანიამ დისნეიმ სონის სთხოვა, რომ ადამიანი ობობადან შემოსული შემოსავალი 50/50-ზე გაყოფილიყო, რაზეც სონიმ უარი თქვა. ამის შემდეგ, დისნეიმ შეთანხმება ჩაშალა და ადამიანი ობობა მარველის კინოსამყაროდან გავიდა.

ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმების შედეგად ადამიანი ობობას შემოსავლიდან მარველი და დისნეი 25-25 პროცენტს მიიღებენ. შეთანხმებაში მონაწილეობას იღებს სონიც.

ადამიანი ობობას მესამე ნაწილის გამოსვლა 2021 წლის 16 ივლისს არის დაგეგმილი.

კომენტარები