ფრანსუა ფიიონი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი რუსული ნავთოქიმიკატების კომპანიის საბჭოს წევრი გახდა

ფრანსუა ფიიონი
Sylvain Lefevre/Getty Images

საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიკატების კომპანიის სიბურის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ფიიონი კომპანიის საბჭოს "დამოუკიდებელი დირექტორი" 17 დეკემბერს გახდა.

კომპანიას რუსი ოლიგარქები ლეონიდ მიხელსონი და გენადი ტიმჩენკო ხელმძღვანელობენ. ტიმჩენკო რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 2014 წელს ენერგოსექტორში ტიმჩენკოს აქტივები პირდაპირ დაუკავშირა პუტინს.

სიბურის აქციების მფლობელია კირილ შამალოვი პუტინის ყოფილი სიძე. 2013 წელს შამალოვმა კომპანიის აქციების 3.8% 100 დოლარად იყდა, მაშინ როცა აქციების ღირებულება დაახლოებით 380 მილიონი დოლარი იყო. ინფორმაციას საგამოძიებო გამოცემა IStories-ი ავრცელებს.

2021 წლის ივნისში ფრანსუა ფინიონი რუსეთის მთავრობამ სამთავრობო ნავთობკომპანიის, ზარუბეჟნეტფის დირექტორთა საბჭოს წვერობის კანდიდატად წარადგინა. ივლისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინიონი ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

ფრანსუა ფიიონი პირველი ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსანი არ არის, რომელმაც რუსულ ენერგოკომპანიაში დაიწყო მუშაობა. ივნისში ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნეს. 

გარდა ამისა, როსნეფტის დირექტორთა საბჭოს 2017 წლიდან გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი, ხელმძღვანელობს. შრედერი ასევე ჩართულია გაზპრომის პროექტში – ჩრდილოეთის ნაკადი 2.

კომენტარები