შსს

შსს: უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. შსს-სინფორმაციით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი
კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან
ამოღებული შემდეგი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები: 23 კგ და 759 გრამი ჰეროინი, 12 127 ტაბლეტი სუბუტექსი, 9 კგ კოკაინი, 220 გრამი მდმა, 347 გრამი მეტადონი, 1 ტონა და 655 კგ კანაფი, 1 ტონა და 15 კგ მარიხუანა, მდმა- ს შემცველი 1000 ტაბლეტი, 367 კაფსულა/ტაბლეტი ტრამადოლი, 
მეტადონის შემცველი 125 ტაბლეტი, 896 გრამი კანაფის ფისი, 229 გრამი ალფა პვპ, 679 კაფსულა პრეგაბალინი, 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 580 კაფსულა ფსევდოეფედრინი.

კომენტარები