ღამის კლუბები

ნაჯა ორაშვილი: თავისუფლების აღკვეთად რომ დამიჯდეს, სივრცეების დალუქვის უფლებას არ მივცემ

"თავისუფლების აღკვეთად რომ დამიჯდეს, არ მივცემ უფლებას ამ ქვეყანაში მართლა ყველაზე უსაფრთხო სივრცეები დაილუქოს". – წერს კლუბ Bassiani-ს დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

"სახელმწიფოს ჰქონდა ორი არჩევანი: ზრუნვაზე ორიენტირებული სტანდარტის დანერგვა ან სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მიუხედავად იმისა, რომ თავად აორგანიზებს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ჩვენს შემთხვევაში მან აირჩია მეორე.

ახლა ვიკრიბებით უსამართლობისგან გაბრაზებული ადამიანები, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლები, რომელთა სივრცეები დალუქეს და ამ კულტურის ერთგული გულშემატკივრები". – წერს ნაჯა ორაშვილი.

ნაჯა ორაშვილმა მანამდე საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ ბასიანი და თბილისში არსებულ თითქმის ყველა სხვა კლუბი შრომის ინსპექციის მიერ ილუქება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

კომენტარები