მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: დროშის შემქმნელისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა

იუსტიციის მინისტრს,

გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.

პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.

ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.

ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს.

წერია მიხეილ სააკაშვილის პირად Facebook გვერდზე. 

გუშინ, 21 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მისი მხარდამჭერები მივიდნენ, სადაც მესამე პრეზიდენტმა ფურცელზე დახატული საქართველოს დროშა გადმოფინა. 

კომენტარები