მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელია: შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის მონაწილეთა სია დგება და მსურველი 300-ზე მეტია. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. 

"ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება. უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს".- თქვა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით 2 კვირის განმავლობაში ფიქრობდა. მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ არ იცოდა. 

21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში განათავსეს. 

კომენტარები