კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 784 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.45%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 054 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 070 პაციენტი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5.45%-ია, ბოლო 7 დღის - 6.67%, ბოლო 14 დღის კი 7.11%. 

18 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 906 965 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 852 560 გამოჯანმრთელდა, 12 971 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 39 285  აქტიური შემთხვევაა.

2 784 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 236 დადასტურდა, აჭარაში - 215, იმერეთში - 429, ქვემო ქართლში - 137, შიდა ქართლში - 205, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 174, კახეთში - 143, მცხეთა-მთიანეთში - 88, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.   


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები