ინფლაცია

თურნავა: 2022 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება

პანდემიამდელ პერიოდში ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი, წლიურად 3-4%. რატომ მოხდა, რომ ასეთი დაბალი ინფლაციის ათწლეულის შემდეგ, 2021 წელს მყისიერად მივიღეთ გასამმაგებული მაჩვენებელი?

პასუხი მარტივია: ერთადერთი, რაც განასხვავებს 2020-2021 წლებს წინა წლებისგან, გლობალური პანდემიაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად.

სწორედ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.

კომენტარები