The Beatles

ჯორჯ ჰარისონის MY SWEET LORD 50 წლის არის – საიუბილეო კლიპში რინგო სტარი გამოჩნდა

ჯორჯ ჰარისონის პირველი სოლო ალბომის All Things Must Pass გამოსვლიდან 50 წელი გავიდა. ალბომის ყველაზე ცნობილი სიმღერაა My Sweet Lord. იუბილესთან დაკავშირებით სიმღერის ახალი კლიპი გამოვიდა, რომელშიც სხვა ვარსკვლავებთან ერთად, The Beatles-ის ყოფილი წევრი, რინგო სტარი გამოჩნდა.

სტარის გარდა ახალ კლიპში მონაწილეობენ: Star Wars-ის ვარსკვლავი, ლუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელი მარკ ჰემილი, მსახიობები ჯონ ჰემი, ფრედ არმისანი, ვანესა ბაიერი, როზანა არკეტი, რუპერტ ფრენდი, ბენდ The Eagles-ის გიტარისტი ჯო უელში, პროგრესივ როკ ჯგუფის ELO წევრი ჯეფ ლინი, ჯორჯ ჰარისონის ვაჟი დანი ჰარისონი, რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი და სხვა ცნობილი ადამიანები.

ჯორჯ ჰარისონი ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი, The Beatles-ის დამფუძნებელი წევრია. 1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ წამოიწყო სოლო კარიერა. My Sweet Lord მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა. ჰარისონი 2001 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. 

კომენტარები