უბედური შემთხვევა

ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა

ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ 4 მცირეწლოვანი. შემთვევა ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 12 წლამდე მერყეობს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ძლიერმა ქარმა კოშკის ფორმის ბატუტი ჰაერში 10 მეტრამდე ასწია და ატრაქციონიდან 9 ბავშვი გადმოვარდა. უბედურ შემთხვევას სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლები შეისწავლიან. 

მომხდარს ავსტრალიის პრემიერმინისტრი, სკოტ მორისონი გამოეხმაურა, რომელმაც შემთხვევას "წარმოუდგენლად სამწუხარო" უწოდა.

"ბავშვები დღეს მხიარულად ატარებდნენ და შემდეგ ასეთი საშინელი ტრაგედია მოხდა. თან წელიწადის ასეთ დროს, ძალიან გულსატკენია". - თქვა მორისონმა.

კომენტარები