მალტა

მალტა ევროკავშირის პირველი სახელმწიფოა, სადაც მარიხუანა ლეგალური გახდა

BBC

მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც კანაფის კულტივაცია და პირადი გამოყენება ლეგალური გახდა

ზრდასრულ ადამიანებს უფლება აქვთ, თან ატარონ 7 გრამი და გაზარდონ არაუმეტეს 4 ძირი მარიხუანა. თუმცა საჯარო სივრცესა და ბავშვების თვალწინ მოწევა არალეგალურია. 

სხვა სახელმწიფოები, მათ შორის - გერმანია, ლუქსემბურგი და შვეიცარია, გეგმავს მსგავს ცვლილებებს. ჰოლანდიის მსგავსად, ქვეყანათა ნაწილში კანაფის მოხმარება გარკვეული პირობებითაა შესაძლებელი. 

მალტას პარლამენტმა კანონპროექტი 36 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე დეპუტატით მიიღო. 

ცვლილების მიხედვით, 7-დან 28 გრამამდე მოხმარება -  €100-ით, საჯარო სივრცეში მოწვევით - €235-ით, არასრულწლოვანის თვალწინ მოწევისთვის  €500- ით დაჯარიმდება.

კომენტარები