ქართული ოცნება

თალაკვაძე: თუ რუსეთისკენ მიგვყავს ქვეყანა და დასავლეთს დავაშორეთ, რატომ გვირიგდებიან?

ერთი ხელით ის [მიხეილ სააკაშვილი] თითქოს გვესაუბრება შერიგებაზე, რაც, ასევე, ჩანს, რომ მეორე მხარეს იძახის, რომ ამ ხელისუფლებასო მიჰყავს დაღმართში, თითქოს, სახელმწიფოო და დასავლეთს დააშორაო და რუსეთს ემსახურებიანო, ანუ, გამოდის ამაშიც არათანმიმდევრულები არიან. ჯერ ერთი, რუსეთს თუ ვინმე ემსახურებოდა ამ სახელმწიფოში, სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ემსახურებოდა და ეს შედეგები კარგად ჩანს, ვინ მოემსახურა რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში, მარა თუ მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მიგვყავს ქვეყანა და დასავლეთს დავაშორეთ, ვითომ, საქართველო, მაშინ ჩვენთან შერიგება რას ნიშნავს, ანუ რატომ გვირიგდებიან? ვის ურიგდებიან? მოდი, ამაზეც დავსვათ რიტორიკული შეკითხვა.  მეორე - თან უნდათ შერიგება, თან აწყობენ აქციებს, თან ყოველდღიურად ვისმენთ უმძიმეს ცილისწამებას და შეურაცხყოფას პარტიული ტელევიზიებიდან. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე TV იმედის ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები