ფარული ვნება

საიდუმლო, შურისძიება და სიყვარული – ფარული ვნება 2-ის ტრეილერი გამოვიდა

სატელევიზიო არხმა Telemundo ფარული ვნების მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

"გამოაღვიძეთ ვნება თქვენს სისხლში". – წერია პოსტის აღწერილობაში.

კოლუმბიური საპნის ოპერის პირველი ნაწილი 17 წლის წინ გამოვიდა და საქართველოს ტელესივრცის ნამდვილი ჰიტი გახდა.

სერიალის პირველ სეზონში, თავიანთი დის სიკვდილის გამო შურის საძიებლად ძმები რეიესები ელიზონდოს რანჩოში მუშების როლს ირგებენ. თუმცა, დები ელიზონდოების გაცნობის შემდეგ, ძმების გულში შურისძიების წყურვილს სიყვარული ანაცვლებს. 20 წლის თავზე, ელიზონდოებისა და რეიესების ოჯახები ერთ დიდ ოჯახად გაერთიანდა, თუმცა, სერიალის მეორე სეზონში მათ ახალი გამოწვევები ელით. სავარაუდოდ, სერიალი ახალი ტრაგედიით გაიხსნება, რომელიც ოჯახის სიმყარეს დიდ გამოცდას მოუწყობს. პროფესორის სიკვდილის შემდგომი გამოძიება ახალ დეტალებს გაამჟღავნებს, ეჭვმიტანილი კი რეიესებისა და ელიზონდოების ერთ-ერთი წყვილის შვილი იქნება.

ფარული ვნების მეორე სეზონის პრემიერა 2022 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

კომენტარები