მიგრანტების კრიზისი

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას მინიმუმ 54 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას მინიმუმ 54 ადამიანი ემსხვერპლა, 105 კი დაშავდა. გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომობილი ჩიაპასის შტატში დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მკვეთრი მოხვევის შედეგად ამოტრიალდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სატვირთო ავტომობილში 150-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, მათი დიდი ნაწილი კი გვატემალადან და ჰონდურასიდან იყვნენ.

ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტების მიზანი, ხშირ შემთხვევაში, მექსიკის გავლით აშშ-ში შეღწევაა. ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზა კი სწორედ ჩიაპასის შტატში გადის, რომელიც გვატემალას ესაზღვრება. მიგრანტები გადაადგილებისთვის ხშირად სატვირთო ავტომობილებს იყენებენ.

კომენტარები