ეროვნული ბანკი

ჯაფარიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის მიზანია დაბალი, სტაბილური ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი დასაქმება. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის საქმიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ართმევს თავს ძირითად ამოცანას და ამ თვალსაზრისით, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ვერ ართმევს თავს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის შესრულებას, რადგანაც ჩვენ გვაქვს კატასტორფული ინფლაცია ქვეყანაში.

[...] ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი თავის ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და ასევე, უნდა ითქვას, რომ მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს და პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო გაიზარდა განაკვეთები ლარში, ხოლო რაც შეეხება დასაქმებას, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად არაეფექტურია და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს ობიექტურ საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სებ-ი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ძირითად ამოცანებს. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა და გადადგეს. ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტმა უნდაა გადადგას.

თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები