თქვენ [ოპოზიცია] ხართ ის ხალხი, იმ გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა რაღაც ვირტუალური საქართველო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი დალაგებული, ბედნიერი ადამიანები და თურმე არავინ არ იცოდა, ის, თუ რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ქონებების ჩამორთმევით, ადამიანების მკვლელობით, გაუბედურებით. თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიონიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან, ამ ფულს კი ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ.
ქართული ოცნება
კალაძე: წინა ხელისუფლების მინისტრები ფულს აგვისტოს ომისნაირ ტრაგედიების ხარჯზეც შოულობდნენ
tbl.ge/5siv
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მის Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




