ენერგეტიკა

გვენეტაძე: არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ნავთობის ფასებს ადგილობრივად შეამცირებს

ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურია ინფლაციის კონტროლთან დაკავშირებით, თუმცა მონეტარულ პოლიტიკას გავლენა აქვს მხოლოდ მოთხოვნაზე და შეუძლებელია მან მიწოდების ფაქტორებს გაუწიოს წინააღმდეგობა.

ჩვენ არ ვაწარმოებთ ნავთობს და როდესაც ამ ნავთობის ფასი 2.5-ჯერ იზრდება, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც გამოიწვევს ადგილობრივად ნავთობის ფასების შემცირებას ან არ გაზრდას. ასეთი რამ არ არსებობს. 

ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ საწვავის გაზრდილ ფასებს მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს და ქართულ ბაზარზე არსებულ ნავთობკომპანიებს ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები