ინფლაცია

გვენეტაძე: შემდგომ თვეებში ინფლაცია დროებით გაიზრდება

გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლური ინფლაცია მცირედით, 12.5%-მდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი, დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში, დაახლოებით, 9%-ს უტოლდება. ამ ფაქტორთანგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით, იმპორტირებული ინფლაციის მაჩვენებელი 18%-ს გაუტოლდა.

ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გავლენაც, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით დამატებით წვლილს შეიტანს. 

[...] მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზრო ეფექტის გამო დროებით გაიზრდება და ჩვენ ეს ბევრჯერ დავაანონსეთ. მოგხსენებათ, ესაა სუბსიდიის ეფექტი, რომელიც შარშან დეკემბერში და წელს იანვარსა და თებერვალში განხორციელდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინფლაცია გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს.

თქვა საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ. სებ-მა დღეს, 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაძვირდა.

კომენტარები